აქსისის სივრცე ქართულმა პროდუქციამ დაიკავა

თბილისი (BPI) – „ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ “, – – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის გახსნაზე.

ჭავჭავაძეზე “აქსის თაუერსის” მშენებარე კომპლექსში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “პულმანი”, ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები ეტაპობრივად ამოქმედდება.

აქსის თაუერსში აგროჰაბის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა 2018 წლის 9 აგვისტოს მემორანდუმის საფუძველზე მიიღეს. ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრცის 2 460
მ² -ს დაიკავებს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …