აფბა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თბილისი (BPI) – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ – აფბა, ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

ორგანიზაციის საერთო კრებამ წესდების შესაბამისად და როტაციის პრინციპის თანახმად, აფბას პრეზიდენტად „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აირჩია.

გიორგი კაპანაძე წლების განმავლობაში საქმიანობს აფბას რიგებში. ის არის ფინანსებისა და საბანკო საქმის მაგისტრი, იყო გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი და აფბას ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

კრებამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩია პაატა ბაირახტარი.

ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა აფბას ყოფილ პრეზიდენტს, შოთა გულბანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.

ორგანიზაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და რებრენდინგი, შეიცვალა ასოციაციის ლოგო, ცვლილებების მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი უსერიოზულესი პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.

აფბა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ბიოგრაფიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი დაფუძნდა 1994 წელს, მოითვლის საქმიანობის 26 წლიან ბიოგრაფიას, იგი 1998 წლის მაისში, 2006 წლის იანვარში და 2010 წელს ხელახლა იქნა რეგისტრირებული. აფბაში აღზრდილი ფინანსისტები, ეკონომისტები, საბანკო საქმის სპეციალისტები და ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …