არც მაშინ და არც ახლა – მინისტრი და საბანკო რეგულაციები

თბილისი (BPI) – მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციებს გადახედავს.

თავად აღიარებს, რომ არც მაშინ იყო ასეთი მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს არის. მაჭავარიანს ჭარბვალიანობაზე მზრუნველთა არმია შეეწინააღმდეგება, თუმცა თადარიგს მინისტრიც იჭერს: “ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის. ჯერ ცოტა ნაადრევია, სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს აღნიშნული რეგულაციების ეფექტი მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ რეგულაციების შესუსტება”.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ რეგულაციების გადახედვაზე მიდის მსჯელობა და მუშაობა, არი კონსულტაციები ეროვნულ ბანკთანაც. ტენდენციები ასე თუ ისე, მიგვანიშნებს, შეიძლება, მოგვიწიოს გადახედვა. მე მომხრე ვიქნები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …