არჩილ მესტვირიშვილი: შეიძლება ბევრი მხარე იყოს, ვისაც სებ-ის დასუსტება აწყობს

თბილისი (BPI) – სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პროპაგანდისტული გვერდების არსებობაზე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლოა ბევრი მხარე იყოს, ვისაც ეროვნული ბანკის დასუსტება აწყობს. მაგრამ მთავარია, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს.

არჩილ მესტვირიშვილი აქცენტს ბანკის კანონით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, სხვა კომენტარს კი ვერ გააკეთებს.

“ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობებისა და ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში”.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ ამოიწურება, რისკად კი რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ლარის გაუფასურებაა.

„შემცირებულია შემოსავლები ტურიზმიდან, ამან გავლენა იქონია კურსზე და გააჩინა დამატებითი მოლოდინები. ძირითადი მამოძრავებელი დღეს კვლავ მოლოდინებია, ჩვენი რეაგირება იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,“ – განაცხადა მესტვირიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …