არჩილ გაჩეჩილაძე საბანკო რეგულაციებიდან ბენეფიტების მიღებას ელის

თბილისი (BPI) – უნდა შერბილდეს თუ არა 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები. ეს კითხვა ბიზნეს სექტორში აქტიური განხილვის საგანია.

რეგულაციების შერბილებას ითხოვს სამშენებლო ბიზნესი. საკითხს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. არჩილ გაჩეჩილაძე რეგულაციის შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციების შერბილების საკითხში ჩარევას არ აპირებს.

გაჩეჩილაძის განმარტებით, რეფორმის მოკლევადიანი გავლენა ძირითადად ამოწურულია და ახლა სექტორი ეკონომიკაში რეფორმის ბენეფიტების მიღებას ელის. მისივე თქმით, სამომხმარებლო სესხების პორტფელის შემცირების პარალელურად, იპოთეკური სესხების დაკრედიტების ნაწილში პორტფელი მზარდია.

“ბიზნესკონტრაქტი”

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …