არაკომეციული ორგანიზაციების ბრუნვა 2018 წელს 35.5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2018 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 137.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 35.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ბრუნვის მაჩვენებლის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (36.9 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (23.7 პროცენტი), ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების (18.3 პროცენტი), სხვადასხვა სახის მომსახურების (8.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობების (5.0 პროცენტი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციების (4.1 პროცენტი) სექტორებზე.

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 8.2-ჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში, 2-ჯერ განათლების სექტორში, 1.9-ჯერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში, 39.4 პროცენტით – ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში, 29.4 პროცენტით – მშენებლობის, ხოლო 26.0 პროცენტით – ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორებში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2018 წელს 1077.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.8 პროცენტით აღემატება.

პროდუქციის გამოშვების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორი (26.5 პროცენტი), ასევე სხვადასხვა სახის მომსახურების (23.4 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (15.0 პროცენტი), განათლების (14.6 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (12.9 პროცენტი) სექტორები.
არაკომერციულ ორგანიზაციებში 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 0,3 პროცენტით და 53.0 ათასი შეადგინა, საიდანაც 53.3 პროცენტი ქალია, ხოლო 46.7 პროცენტი კაცი.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29.2 პროცენტი – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 23.0 პროცენტი – ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორზე, 14.6 პროცენტი – ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე, ხოლო დარჩენილი 33,2 პროცენტი სხვა სექტორებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 52.3 ათასი (მათ შორის ქალია 53.1 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 1.7 პროცენტით.

წყარო: საქსტატი

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …