არაბული კომპანია “მასდარი” საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორს მოჰამედ იამელ ალ რამაჰის შეხვდა. შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „მასდარი“ გეგმავს და ამ მიზნით, პროექტის შესწავლას ახორციელებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და ამ მხრივ, მიესალმება კომპანია „მასდარის“ ინტერესს, საქართველოს მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელოს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ 2021წლის 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და კომპანია „მასდარს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას რომელიც ეხება მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებას.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …