არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამი ახალი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საბადო აღმოაჩინეს აბუ დაბის ახლოს ბუ ხასაზე, რომელიც არაბული ქვეყნის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 კილომეტრშია. საბადოს მოცულობა 500 მილიონი ბარელი პრემიუმ კლასის ნავთობია.

მეორე საბადო, რომლის მოცულობა დაახლოებით ასი მილიონი ბარელია, ზღვაში აბუ დაბის სანაპიროზე აღმოაჩინეს. მას მართავს Occidental (OXY.N). მესამე ახალი საბადო შეიცავს დაახლოებით 50 მილიონ ბარელ ნავთობს და მას მართავს Al Dhafra Petroleum.

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი მიიღებდა ნავთობის დიდ პრტიას არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან – ეს იქნება ნედლეულის პირველი მიწოდება ამ ქვეყნიდან ევროპაში ორი წლის განმავლობაში. ხელშეკრულება დაიდო იმ ფონზე, რომ რეგიონს სურს ჩაანაცვლოს რუსული ნავთობის მაქსიმალური რაოდენობა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …