აპრილში იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით – მედეა ჯანიაშვილი

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ტურიზმის აღდგენის დინამიკა 4 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო მოგზაურების კუთხით ტურისტების წილი იყოს რაც შეიძლება მაღალი, რაც ავტომატურად აისახება მიღებულ შემოსავლებზე. ამის კარგი მაგალითია იანვარი-აპრილის თვის მონაცემები, როდესაც 70%-ს მიაღწია შემოსავლების აღდგენამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით“,-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს. 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით.
რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს. ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …