“ანოვას” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით თბილისის მერი ნიკა მელია ხდება

დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი

ნიკა მელია – 51%

კახა კალაძე – 49%

ზუგდიდი

ანზორ მელია – 53%

მამუკა წოწერია – 47%

ბათუმი

გიორგი კირთაძე – 51%

არჩილ ჩიქოვანი – 49%

რუსთავი 

დავით კირკიტაძე – 53%

ნინო ლაცაბიძე – 47%

ქუთაისი

ხატია დეკანოიძე – 53%

იოსებ ხახალეიშვილი – 47%

ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …