ანიტა რაჭველიშვილი: წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს!

თბილისი (BPI) – ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს ეხმიანება და ტურისტებს საქართველოში ეპატიჟება. თავად სვანეთში აპირებს ზაფხულის გატარებას.

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!
შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! 
ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!
დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!” – წერს რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …