ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებისთვის დრო მისცეს

თბილისი (BPI) – “ვინაიდან, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.
საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად” – ინფრასქტრუქტურის მინისტრი არ ელის, რომ  კონსორციუმი ამ შანსს გამოიყენებს. მაია ცქიტიშვილი საქმის არბიტრაჟში გადანაცვლებას ელის. 

“მთავრობამ მხარდაჭერის ნაცვლად, პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა პროექტის – კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე 6 კვირის განმავლობაში გადადგმული ანაკლიის პროექტის დამაზიანებელი ნაბიჯები ჩამოთვლა, როგორ დააკნინეს  ყაზახურ-ჰონგ კონგური კომპანია, მერიდიანი, რომ ის არ იყო  ამერიკული და  როგორ არ მისცეს  მუშაობის საშუალება ამერიკულ ვანორდს.

მან 6 კვირის განმავლობაში  ინვესტორების განწყობის გაუარესების მიზანმიმართულ კამპანიაზე აღნიშნა, მათ შორის ხაზარაძე/ჯაფარიძის დევნის და ფოთის პორტის წახალისები.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის  ინფორმავიით,  სამთავრობო კომისია ჯერ კიდევ სწავლობს კონსორციუმის მიერ „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად წარდგენილ 2 კომპანიას – Meridian Capital Limited -ს და ჰოლანდიურ  VanOord –ს,  21/10 და 29/10-ში გამოაცხადებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …