ანაკლიის კონსორციუმთან ერთად საარბიტრაჟო დავაში საერთაშორიშო ინვესტორებიც ჩაერთვებიან

თბილისი (BPI) – „ანაკლიის კონსორციუმთან ერთად მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაში აქციონერი საერთაშორიშო ინვესტორებიც ჩაერთვებიან”, – ამის შესახებ ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფინანსური ზარალის ანაზღაურების გარდა, კონსორციუმი არბიტრაჟში მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნასაც აპირებს.

ანაკლიის კონსორციუმი სამართლებრივ პროცედურებს ორ თვეში დაიწყებს.

„სამწუხაროდ, მთავრობა არ დგამს ნაბიჯს საარბიტრაჯო დავის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვექნება დამატებითი მცდელობები თუმცა მოგვიწევს საარბიტრაჟო დავაში შესვლა.“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, კონსორციუმის გენერალური დირექირის განმარტებით, თუ სახელმწიფო „ეი პი ემ ტერმინალსზე“ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვას გასცემს, ანაკლიის პროექტი საბოლოოდ დასამარდება.

„ჩვენ სამი წელი გავატარეთ რამდენი ღრმაწყლოვანი პორტი არის გამართლებული. მინდა სრული თავდაჯერებით გითხრათ, საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. ანაკლია არის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა,“ – განაცხადა ლევან ახვლლედიანმა.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …