„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორი ინფრასტრუქტურის მინისტრს ეხმაურება

თბილისი (BPI) – „საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება დაიწყება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეჯერების შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ პროექტის დაფინანსება მოხდება. დღეისთვის პროექტში 180 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

გარდა ამისა, წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები ორ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან პროექტის კაპიტალში შემოსვლის თაობაზე. რის შემდეგაც პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება სრულად შეიკვრება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრაქსტრუქტურული პროექტია. ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ მის განვითრებაზე და ამ პროცესში ყოველთვის ვგრძნობთ როგორც მთავრობის, ასევე  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის ეროვნულ და გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.“

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …