ანაკლიის კონსორციუმი ZPMC-სთან იწყებს თანამშრომლობას

თბილისი (BPI) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თანამშრომლობას მსოფლიოში უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-სთან თანამშრომლობას იწყებს.

მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს 1 მაისს, 12:00 საათზე გააფორმებენ.

ZPMC- ი  მსოფლიოში უდიდესი ჩინური კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

 მან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …