ანაკლიაში სასწავლო პროგრამები იწყება

თბილისი (BPI) – ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული საგანმანათლებლო კურსები იხსნება.

სასწავლო კურსებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID “ზრდა” პროექტის ინიციატივით და დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ახორციელებს.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლია და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …