ანაზღაურების სწრაფი სერვისი – ჯიპიაის დაზღვეულები თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებელს ანაზღაურების კიდევ უფრო გამარტივებულ, სწრაფ სერვისს სთავაზობს. განახლებული აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი 500 ლარამდე თანხას იმავე დღეს აინაზღაურებს.

თინათინ სტამბოლიშვილი, მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, რომ ჯიპიაის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო გასამარტივებლად.

“შედეგად, ჩვენი დაზღვეულები სადაზღვევო მომსახურებას საქართველოში ყველაზე მარტივად, სწრაფად და კომფორტულად იღებენ. ამჯერად, შევეცადეთ მომსახურების ანაზღაურების სერვისი კიდევ უფრო მოსახერხებელი გაგვეხადა და დავამატეთ ანაზღაურების სწრაფი სერვისი, რომლითაც 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურების (ამბულატორია, მედიკამენტები, ორსულობა) ანაზღაურების მიღებას დღის ბოლომდე შეძლებთ!

ანაზღაურების მისაღებად მხოლოდ განაცხადის ონლაინ გაკეთებაა საჭირო აპლიკაციის MyGPI ან ვებ გვერდის www.mygpi.ge  მეშვეობით.

იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!” –  ამბობს სტამბოლიშვილი.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …