ამერიკული ფონდები საქართველოსთან პარტნიორობას განიხილავენ

თბილისი (BPI) – ამერიკული საინვესტიციო ფონდის MizMaa Ventures-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.

MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი საქართველოში აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენელთა დელეგაციას ხელმძღვანელობს.

პრემიერმა გიორგი გახარიამ  აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები გააცნო. ფონდების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, რის უზრუნველსაყოფად რეგიონული მნიშვნელობის არაერთი პროექტი ხორციელდება. ასევე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

„ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და ვართ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …