ამერიკული სტარტაპი 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი მუდმივი სასტუმროს გახსნას გეგმავს

კალიფორნიულმა სტარტაპმა Galactic Resource Utilisation Space (GRU) ამბიციური პროექტის შესახებ განაცხადა: კომპანია 2032 წლისთვის მთვარეზე მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

სასტუმროს მშენებლობისთვის გამოყენებული იქნება ინოვაციური მიდგომა — ნაგებობის ასაგებად პირდაპირ ადგილობრივ რესურსს, მთვარის რეგოლითს (მთვარის მტვერი და ქანები) და ავტომატიზებულ მოდულურ სისტემებს გამოიყენებენ. პროექტის სატესტო მისია 2029 წლისთვის არის დაანონსებული.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობამდე რამდენიმე წელი რჩება, პროექტმა ინვესტორების დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია. ნომრების წინასწარი დაჯავშნა უკვე დაწყებულია. მსურველებს ადგილის დასაბევებლად 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის შეტანა უწევთ.

ეს პროექტი კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში ახალ ეპოქას ნიშნავს, სადაც მთვარე არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევების ობიექტი, არამედ მუდმივი საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …