ამბროლაური ოთხი სეზონის ტურისტულ რაიონად ჩამოყალიბდება

თბილისი (BPI) – ამბორლაური, შესაძლოა, სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბდეს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ “საქმიან დილასთან” განაცხადა, რომ საუბარია ამბროლაურის 4-სეზონიან კურორტად ჩამოყალიბებაზე.

განვითარების პროგრამას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს გადაიქცეს ოთხი სეზონის ტურისტულ რაიონად. ვგულისხმობ სათხილამურო ტრასებს, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტს სერიოზული რესურსი გააჩნია, თუმცა არასდროს ყოფილა ამ კუთხით მნიშვნელოვანი. მოვლენებს ვერ გავუსწრებ, თუმცა მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით განვითარების შესახებ სპეციალისტები გააკეთებენ განმარტებებს” – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები სოლიდური ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებული ასევე შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე. “რეგულააციისა და ტურიზმის განვითარების გეგმა და მისი განხილვა რამდენიმე კვირაში დაიწყება, შედეგად კონკრეტული ადგილები იქნება მონიშნული სადაც იქნება ტურისტების აქტივობა”, – ამბობს გუბერნატორი

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …