ალვანიდან ომალომდე სარკინიგზო გზის გაყვანა იგეგმება

თბილისი (BPI) – ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობა იგეგემება, – ამას ითვალისწინებს თუშეთის განვითარების მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძეა.

არქიტექტორი „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ტექნიკური ნორმატივებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

თუშეთის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში შემუშავებულია განსახორციელებელი ღონისძიებებიც. აბულაძე ვარაუდობს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა ინვესტიციებს გაააქტიურებს, გაიზრდება ტურისტული ნაკადებიც.

გეგმა თვალისწინებს პანკისი-თუშეთის გზის (ბირკიანი – კოკლათა) მშენებლობასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა – ფშაველი – აბანოს უღელტეხილი – ომალო – კოკლათა – ბირკიანი – ახმეტა.

„ეს 20-ზე მეტ სოფელს შეუმცირებს მანძილს ახმეტამდე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ რეგიონის განვითარებისთვის. არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული რეგიონი მხოლოდ ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან“, – აღნიშნავს პროექტის ავტორი.  

სპეციალისტთა ჯგუფმა თუშეთის სოფელ ომალოში შეუძლებლად მიიჩნია აეროდრომის მშენებლობა.

„მაღალმთიან და რთული რელიეფის პირობებში ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მეტად ეფექტური საშუალებაა ვიწროლიანდიანი რკინიგზების ქსელის შექმნა. საავტომობილო გზის სრულყოფის ღონისძიებათა გარდა, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაცია, ვიწროლიანდიანი რკინიგზა“, – გია აბულაძე ე.წ. „კუკუშკის“ უპირატესობებზე ამბობს, რომ ასეთი რკინიგზის მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მოცულობა 4-5-ჯერ მცირეა, ვიდრე იმავე უნარის მქონე საავტომობილო გზისა. ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სამანქანო გზები;

მოეწყობა ვიწრო ლიანდაგზე (1067 მმ).

გამტარიანობა აქვს ძალიან მაღალი. დღეში შეუძლია შეასრულოს 2 რეისი. იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებიც აქვს.

თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდია 21“-მა შეადგინა. სპეციალისტთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გარდა, პროექტი მოიცავს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …