ალექსანდრე ძნელაძე ლარის გამყარებას ელის

თბილისი (BPI) – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ლარის კურსის გამყარებას ელის.

მისი თქმით, ლარის კურსზე შესაძლოა უამრავი ფაქტორი მოქმედებდეს ლარზე. “მოლოდინია, რომ დასტაბილურდება და პირიქით, კურსი გამყარდება“, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის რყევა მოკლევადიანი შოკური ეფექტია.

“ერთი ნაწილი არის თურქეთის ნაწილი, რაც გარკვეულ შოკურ რეაქციას აძლევს, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი ეფექტი. მეორე, იმპორტის გააქტიურება ხდება ხოლმე, რაც გარკვეუწილად ზეწოლას ახდენს ლარზე. მგონია, რომ მოკლევადიანი შოკური ეფექტია”,- განაცხადა ძნელაძემ.

დღეს დილიდან, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ყიდვის შეთავაზების ფასი 2.7617 – 2.7800 დიაპაზონშია.

მარიამ ვაჩნაძე, ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …