ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციაზე ₾3,1 მლნ დაიხარჯება

თბილისი (BPI) – დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება.

იგეგმება კომპლექსში შემავალი ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,1 მლნ ლარია.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …