“აი გრუპი” ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს 2 წელში ააშენებს

თბილისი (BPI) – ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო 2 წელში აშენდება.

პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი” საწარმოს ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე ააშენებს.

ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში მინიმუმ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია რამდენიმე წუთში დაიწყება.

მემორანდუმებს ხელს აწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, ქართულ კომპანია „აი გრუფს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის. 

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …