ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი ტაქსის მძღოლებმა 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

თბილისი (BPI) – ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, – ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციოელება, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ტაქსებით მომსახურების მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …