ავსტრიის ფედერალური კონკურენციის უწყების მიერ საწვავის ბაზრის სექტორული კვლევა გამოქვეყნდა

ავსტრიის ფედერალური კონკურენციის (AFCA) უწყების მიერ საწვავის ბაზრის სექტორული კვლევა გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საწვავის ბაზარზე მზარდი ფასების, ბიზნესზე არსებული წნეხის, მიღებული ანგარიშებისა და საჩივრების საპასუხოდ, AFCA-მ ბაზრის კვლევა 2022 წლის მარტში დაიწყო.

ინფორმაციის შესაგროვებლად, ავსტრიის ფედერალური კონკურენციის უწყებამ ყველა საერთაშორისო ნავთობკომპანიისგან ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, რომლებიც ავსტრიაში ბენზინგასამართ სადგურებზე ოპერირებენ და გადამამუშავებელ ქარხნებში წილებს ფლობენ.

როგორც უწყება განმარტავს, ბაზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების მატება, პირველ რიგში, საერთაშორისო ფასების გაზრდით არის განპირობებული. ამავდროულად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები მკვეთრად მაღალ სარგებელს (მთლიანი მარჟა) აფიქსირებდნენ, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებსმაღალი მარჟა მარტში დაუფიქსირდათ.

უწყება ასევე მუშაობდა საკითხზე – შეიძლება თუ არა სადგურებზე მაღალი ფასები ნედლი ნავთობის ფასის განვითარებით აიხსნას, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები აღარ არის დაკავშირებული ნედლი ნავთობის ფასებთან: ივნისის პირველ ნახევარში ლიტრი დიზელი 36 ცენტით, ხოლო ლიტრი ბენზინი 41 ცენტით გაიზარდა, როცა ნედლი ნავთობის ფასი ლიტრზე მხოლოდ 22 ცენტით გაიზარდა.

უწყება ვარაუდობს, რომ საწვავის გაძვირება გამოწვეულია არა ბენზინგასამართ სადგურებს შორის კონკურენციის ნაკლებობით, არამედ, საერთაშორისო დონეზე ნავთობის ფასების ზრდით. ფასების საკითხი სცილდება ეროვნულ დონეს, ამიტომ AFCA ევროკომისიასთან თანამშრომლობს.

დოკუმენტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ – https://www.bwb.gv.at/en/news/news-2022/detail/afca-publishes-sector-inquiry-into-austrian-fuel-market

www.bwb.gv.at

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …