ავიაკატასტროფის გამო Boeing-მა ახალი 777X-ის პრეზენტაცია გადადო

თბილისი (BPI) – Ethiopian Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო Boeing-მა ახალი Boeing 777X-ის პრეზენტაცია გადადო. ღონისძიება 13 მარტისთვის იყო ჩანიშნული.

ავიაკატასტროფა, რომელიც 10 მარტს მოხდა, ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც Boeing 737-ს შეემთხვა.

Boeing-ში განმარტავენ, რომ ინციდენტის შემდეგ გამოძიებაში მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 არის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.

ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა უკვე მეორედ განიცადა. პირველი შემთხვევა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.

ნოემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ Boeing-მა, წინასწარი გამოძიების საფუძველზე, მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ოპერატორებს გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ  კონტროლს სისტემების ხარვეზს, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა.

ეთიოპიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩინეთმა გამოძიების დასრულებამდე Boeing 737 Max 8-ით რეისების განხორციელება შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ჩინური ავიაკომპანიები საერთო ჯამში 60 ერთეული Boeing 737 Max 8-ის მფლობელები არიან.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …