თბილისი (BPI) -ავიაემბარგომ საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადზე იმოქმედა, მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა არა ისე როგორც მოლოდინი იყო.
მთლიანობაში 2019 წლის 11 თვეში აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა, 4,869,190-მდე.
ნოემბერში მგზავრთნაკადი თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა აეროპორტშია გაზრდილი.
თბილისის აეროპორტი ოქტომბერში 214,571 მგზავრს მოემსახურა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შემცირებულია 18%-ით, 2%-იანი კლებაა 11 თვის ჭრილშიც. სულ აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,470,438 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ნოემბერში 50%-ით არის გაზრდილი, 72,032-მდე. 11 თვეში 791,356 მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურ ჭრილში 41%-იან ზრდას ნიშნავს.
ბათუმის აეროპორტით ნოემბერში 26,311 მგზავრმა ისარგებლა, 7%-ით არის გაზრდილი მაჩვენებელი.11 თვეში აეროპორტი 597,939 მგზავრს, ანუ 3%-ით მეტს მოემსახურა 2018 წლის 11 თვესთან შედარებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბერში უნდა ყოფილიყო 13%-იანი ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში 18%-იანი კლებაა. ბათუმის აეროპორტში 15%-იანი ზრდის ნაცვლად მგზავრთნაკადი მხოლოდ 7%-ით გაიზარდა.
ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბერში 42%-იანი ზრდის ნაცვლად მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა, მიზეზი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლაა, მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები.