აეროპორტების ინფრასტრუქტურის შესაფასებლად კვლევები ჩატარდება

თბილისი (BPI) – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად და სათანადო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სპეციალური კვლევა ჩატარდება.

როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, მომავალში ჩატარდება კვლევები რათა საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა შეაფასონ თუ რა ტემპით და როგორ უნდა ვითარდებოდეს საქართველოში აეროპორტები იმისათვის, რომ ის ტენდენცია რომელიც უკვე არსებობს ტურისტებისა და მგზავრთნაკადის მხრივ სწორედ იქნეს შეფასებული და დაგეგმილი.

„ავიაცია არის ის სფერო, სადაც წინასწარი დაგეგმა დიდი პერიოდით ადრე ხდება. კვლევების შედეგად გვექნება კონკრეტული დოკუმენტები, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ჩვენი აეროპორტები, რათა მოემსახურონ გაზრდილ მგზავრთნაკადს“, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …