აგრო სოლუშენსმა Carrefour -სთვის მარწყვის მიწოდება დაიწყო

თბილისი (BPI) – კომპანია „აგრო სოლუშენსმა“ მის მართვაში არსებული  სათბურიდან მარწყვი Carrefour -ის ქსელში შეიტანა.

როგორც სააგენტო GBC-ი წერს, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანია მოწეული მარწყვის მთელ მოცულობას მსხვილ რითეილერს მიაწვდის.

„აგრო სოლუშენსის“ მართვაში არსებული სათბური ამჟამად, 2000 კვ. მეტრია. სათბურში ფრანგული ჯიშის მარწყვის გაშენება ზაფხულში დაიწყო. ამ ჯიშის მარწყვი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და არომატით გამოირჩევა. ე.წ საკონდიტრო მარწყვი  ქსელში  პირდაპირ სათბურიდან, სამაცივრე მეურნეობაში დაყოვნების  გარეშე შედის. 

„აგრო სოლუშენსში“ აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მარწყვის ხარისხს ეთმობა. ნაყოფი  ლაბორატორიულად მოწმდება, რომ  ნიტრატების დონე დასაშვებ ფარგლებში იყოს.  

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …