აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის  მასშტაბით  ამოწმებენ. ლაბორატორიული  კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების  ნიმუშებსაც.

მიმდინარე წელს, აღებულია  აგროქიმიკატების და  პესტიციდების 190-მდე ნიმუში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

რატომ აქვს ყავის ჭიქის თავსახურს პატარა ნახვრეტი?

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომელიც სასმელის დასალევად განკუთვნილი ძირითადი ხვრელისგან განცალკევებით მდებარეობს, სინამდვილეში ფიზიკის კანონებს …