აგროკულტურების ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად ₾45 მლნ გამოიყოფა

თბილისი (BPI) – 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან და სოფლის მეურნეობის კულტურების სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა 45 მლნ ლარით დაფინანსდება.

პრემიერმა აგროსექტორში არსებულ შთამბეჭდავ სტატისტიკაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია.

“ეს კარგი პასუხია იმ სკეპტიკოსებზე, რომელთაგან მოგვისმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მეურნეობას, როდესაც ფერმერი გლეხი იძულებულია, მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, უბრალოდ, აუცილებელია სწორი აქცენტების გაკეთება. ჩვენ ძირითადი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა. გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში – აზიური ფაროსანა და მისი გავრცელება. ვფიქრობ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ დახვეწილია, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შემდეგ ჩვენ გავზრდით იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინ გვქონდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …