ხვალ, ახალი ენერგეტიკული ბაზრების შესახებ შეხვედრა გაიმართება

25 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ახალი ენერგეტიკული ბაზრების შესახებ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე. ახალი ენერგეტიკული ბაზრების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს სემეკის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, ნიკოლოზ სუმბაძე.

მისამართი: ა.ბელიაშვილის #106, მიონის ბიზნეს ცენტრი, მე-3 სართული, GEA-ს , საკონფერენციო დარბაზი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …