თბილისი (BPI) – ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც მესამე ადგილზე საქართველოა. აეროპორტის ადმინისტრაციამ TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება იმ ავიამიმართულებებზე დაყრდნობით შეადგინა, სადაც ხარკოვს პირდაპირი ავიარეისები აქვს. ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის მიერ შედგენილი “შესანიშნავი ხუთეული” ასე გამოიყურება:
🎿ავსტრია;
✈️ხარკოვი-ვენა (Wizz Airi);
📆ფრენები: სამშაბათი, შაბათი.
ავსტრიის სამთო კურორტები მსოფლიოს საუკეთესო სამთო კურორტებშია. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქ 500-მდე კურორტია და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისათვის თოვლით 22 ათასი კილომეტრია დაფარული.
🎿იტალია;
✈️ხარკოვი-მილანი (Ernest Airlines);
📆ფრენა:ოთხშაბათი, კვირა.
დოლომიტის ალპები, რომელსაც სამართლიანად ეძახიან “ყველა მოთხილამურის ოცნებას”. ეს არის ყველაზე დიდი სათხილამურო ტერიტორია მსოფლიოში. სწორედ აქ მდებარეობს საუკეთესო ხუთ ვარსკვლავიანი სათხილამურო კურორტები.
🎿საქართველო;
✈️ხარკოვი-თბილისი (SkyUp Airlines);
📆ფრენა: სამშაბათი, პარასკევი.
აქ 5 სამთო-სათხილამურო კურორტია, ხოლო ყველაზე განვითარებული და ცნობილი – გუდაურია. გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გუდაურში არის შეუზღუდავი შესაძლებლობები ფრირაიდის, ჰელისკის და ასევე გაუკვალავ თოვლში დაშვებისთვის.
🎿პოლონეთი;
✈️ხარკოვი-კრაკოვი (Wizz Air, Ryanair);
📆ფრენა: ორშაბათი, პარასკევი.
აქ მინიმუმ 5 განვითარებული, სამთო სათხილამურო კურორტია. ზაკოპანე – ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია. ის კრაკოვიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს. თავსი ინფრასტრუქტურის გამო პოლონეთის “ზამთრის დედაქალაქსაც” კი უწოდებენ.
🎿თურქეთი;
✈️ხარკოვი-სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus Airlines);
📆ფრენა: ორი რეისი ყოველ დღე.
იდეალური ვარიანტია ახალბედა მოთხილამურეებისათვის და საოჯახო დასვენებისათვის – კურორტი ულუდაგი. ის სტამბოლიდან 2.5 საათის დაშორებით მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა დაბალი მთები, ფერდობი და თურქული all inclusive-ა.