წმინდა ექსპორტი 1 წელში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,366 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 3,035 მლრდ დოლარს შეადგენს, გაზრდილია 10.4%-ით, იმპორტი 7,331 მლრდ დოლარია, 3.1%-ით ნაკლები.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, საანგარიშო პერიოდში 4,295 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4%-ია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა და 1,889 მლრდ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …