წითელ ხიდსა და თბილისის აეროპოტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 98 850 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 274 675 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 27 467 ლარით დაჯარიმდნენ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …