ქართული საწარმოების 63%-ზე მეტი სოციალურ მედიას არ იყენებს

თბილისი (BPI) – ქართული საწარმოების 63,4% სოციალური მედიას არ იყენებს, – ასეთია საქსტატის კვლევის შედეგები. კვლევის თანხმად, საწარმოთა 25,8% იყენებს სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა Facebook და Linkedin.

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან საკუთარი ბაზრის განვითარება (25%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (24.9%).

კვლევის მიხედვით, საწარმოთა 93%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 39% და DSL კავშირი  (მაგ.  xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 26.2%. საწარმოთა 19.5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), 15.3% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული კატეგორიის საწარმოებში დასაქმებულთა 37.5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 18.4%-ით. ამასთან, აღნიშნულ საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/საშუალებები:

საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 17,5% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …