ქართველებმა უცხოეთში 2 მლრდ ლარზე მეტი დახარჯეს

თბილისი (BPI) – დოლარის გაძვირებამ ქართველ ტურისტებს მოგზაურობა ვერ გადააფიქრებინა. სებ-ის სტატისტიკით, საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საახალწლოდ, დეკემბერში 231 მლნ  ლარი დახარჯეს- $80 მლნ.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, კი როცა $1  ₾2.677 ღირდა, 160 მლნ ლარი  – $60 მლნ.

2019  წელს უცხოეთში ქართველი ვიზიტორების საბანკო ბარათებით ტრანზაქციების მოცულობაა  2.3 მლრდ ლარი (2018 – 1.6 მლრდ).

ყველაზე მეტს საქართველოს მოქალაქეები კვებაში და  საჩუქრებში ხარჯავენ. ძირითადად  ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში. კულტურულ ღონისძიებებისთვის ფული არ რჩებათ.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …