ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს

საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

„სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენიდან თოკით დაშვებისა და სხვა სამაშველო ოპერაციების დემონსტრირება მოახდინეს.

სწავლების დასკვნით ნაწილს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …