ფოთის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი”, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი საერთო საბაჟო ღირებულებით – 214 495,80 ლარის ოდენობით.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …