ფიზიკური პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდებათ

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით – ამჯერად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდებათ. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში” შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.

ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …