უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

თბილისი (BPI) – მთავრობა ჩინეთის ქალაქ უხანიდან, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრის ზონად არის მიჩნეული, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეების ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გაიმართება.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში კორპონავირუსის გაჩენის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

“მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვართ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში“, – განაცხდა ტიკარაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით ხასიათდება – ნუგზარ ბერიძე

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბერიძე საქართველოს ენერგეტიკული …