სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყება.

პროექტს მსოფლიო ბანკი 4 მლნ ლარზე მეტით აფინანსებს და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომას დაიწყებს.

პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …