სრული ოფთალმოლოგიური სერვისი ერთ, კომფორტულ სივრცეში

კავკასიის მედიცინის ცენტრში მოქმედებს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი ოფთალმოლოგიის ცენტრი, რომელიც უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით არის აღჭურვილი და მთელ სერვისს ერთ, კომფორტულ სივრცეში აერთიანებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის პაციენტის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და თვალის ცენტრიც მაქსიმალურად არის მიმართული პაციენტზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებისკენ. მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ამოქმედდა ექიმთან ვიზიტის ჯავშნის ონლაინ-სისტემაც ვებ-გვერდზე www.cmc.hospital.ge.

თვალის ცენტრს ხელმძღვანელობენ პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე, რომელთა გუნდიც დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან. ცენტრი ფუნქციონირებს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში, ანუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში იღებს ურგენტულ შემთხვევებს, რაც დამატებით კომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის, რადგან ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ოფთალმოლოგიის მიმართულებაც, რომელსაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ოდიშარია ხელმძღვანელობს.

„თვალის ცენტრი პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, მოსახლეობის განათლებას და ცნობადობის ამაღლებას თვალის დაავადებებსა და მათ პრევენციაზე, უშუალოდ ჩივილების დროს კი – სრულყოფილ დიაგნოსტიკას თანამედროვე აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობა უახლესი მეთოდოლოგიით ხორციელდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპერაციის შემდგომ გათვალისწინებულია მეთვალყურეობა მხედველობის პარამეტრებზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვალის ცენტრს გამოარჩევს პროფესიონალთა უნიკალური გუნდი, რომელიც მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ,“- აცხადებს სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

თვალის ცენტრში ხორციელდება რთული ოფთალმოლოგიური მანიპულაციები თვალის ტრავმებზე, არაერთ დაავადებასა და პათოლოგიაზე. ქირურგიული ოპერაციების სპექტრი მრავალფეროვანია და მათ შორის მოიცავს კატარაქტის უნაკერო ულტრაბგერით ოპერაციას. ასევე, ხორციელდება ფაკოემულსიფიკაცია მაღალტექნოლოგიური მულტიფოკალური ბროლების იმპლანტაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ბოლო თაობის აპარატურა, რაც მეტი სიზუსტის გარანტს იძლევა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …