სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან
შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო
მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 8.1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.21 პროცენტული
პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის
ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად,
გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების
12.4 პროცენტიანი ზრდით, რაც 6.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …