სემეკში სტაჟირების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში  ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინერის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს.

სტაჟირების საკონკურსო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://bit.ly/3YauxgF

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …