სემეკში მოქალაქეთა მომსახურების მისაღები განახლდა

სემეკში მოქალაქეთა მომსახურების მისაღები განახლდა. მოქალაქეებს კომისიაში განცხადების ან საჩივრის შემოტანა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება ახალ სივრცეში შეუძლიათ. მისაღები შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია.
 “თუ თვლით, რომ კომუნალური კომპანიების მიერ ირღვევა თქვენი უფლებები, შეგიძლიათ შემოიტანოთ განცხადება სემეკში – მისამართზე: მიცკევიჩის ქ. 19.
 მოქალაქეებს კონსულატაციების მიღება შეუძლიათ სემეკის ქოლ-ცენტრის ნომერზე – 16 216, ასევე, სემეკის ფეისბუქ გვერდის საშუალებით”. – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …