სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო.
🟢„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს.
🟢პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE).
🟢საქართველოს მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.
🟢პროგრამის ფარგლებში სემეკში გამართული პირველი შეხვედრა გახსნეს სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, გიორგი ფანგანმა, პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ალბერტო ბიანკარდიმ და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენელმა ანდრეი ბარტოსიევიჩმა.
▶️„დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. ამიტომ, სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ პროექტს განახორციელებენ ექსპერტები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …