სემეკმა ტარიფები უცვლელი დატოვა

სემეკმა 30 აგვისტოს საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხები “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომელიც შეეხებოდა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს “ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის”ელექტროენერგიის ტარიფების დაადგენას.
📊ასევე, კომისიამ განიხილა საკითხები შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის შესახებ.
📍კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები უცვლელი დარჩა.
⏩გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბერი, ხოლო აქტის გამოცემის ვადად – 2023 წლის 1 მარტი.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …