სემეკმა მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. დედაენის ბაღში გამართულ ღონისძიებაზე, სემეკის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ნეტო-აღრიცხვისა და გამარტივებული კომუნალური სერვისების შესახებ. სემეკის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს გაუწიეს კონსულტაციები განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების რეგულაციებზე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში და გაეცნენ ენერგიის დაზოგვის ყოველდღიურ პრაქტიკებს.

ღონისძიება გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …